ირან-ისრაელის კონფლიქტი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში პუტინს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ) და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი, 23 მაისი, 2025, მოსკოვი
Gavriil Grigorov/ TASS

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს. 

შეხვედრაზე არაღჩიმ და პუტინმა ირანზე ისრაელისა და აშშ-ს იერიშები განიხილეს. პუტინმა მათ "აბსოლუტურად არაპროვოცირებული" უწოდა. 

"ეს აბსოლუტურად არაპროვოცირებული აგრესიაა ირანის წინააღმდეგ. ამას არანაირი გამართლება არ აქვს". - თქვა პუტინმა. 

რუსეთის პრეზიდენტმა შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი და უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი "საუკეთესო სურვილებით" მოიკითხა. 

როგორც Reuters ანონიმურ ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, ხამენეიმ არაღჩის პუტინთან წერილი გაატანა, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტს ისრაელისა და აშშ-ს წინააღმდეგ დახმარებას სთხოვს. 

მიუხედავად იმისა, რომ კრემლი მკაცრად გმობს ისრაელის მიერ 13 ივნისს ირანის წინააღმდეგ დაწყებულ სამხედრო ოპერაციასა და აშშ-ს 22 ივნისის იერიშებს ირანის ბირთვული პროგრამის საკვანძო ობიექტებზე, მოსკოვს თეირანისთვის ჯერჯერობით რაიმე სახის დახმარება არ შეუთავაზებია. ამის სანაცვლოდ, პუტინი მზაობას შუამავლობისთვის გამოთქვამს, ირანსა და ისრაელს შორის. 

Reuters-ის ირანელი წყაროების თქმით, ირანი უკმაყოფილოა რუსეთის ამჟამინდელი მხარდაჭერის დონით, ვინაიდან ქვეყანას სურს, რომ პუტინმა მეტი გააკეთოს, რათა დაეხმაროს ისრაელთან და აშშ-სთან კონფლიქტში. წყაროებს არ დაუკონკრეტებიათ, თუ რა სახის დახმარებაზეა საუბარი. 

კომენტარები