ირან-ისრაელის კონფლიქტი

ბოლტონი: ტრამპმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, პოტენციურად რეჟიმის ცვლილების ზღვარზე ვართ

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯონ ბოლტონი
NBC

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩევლის ჯონ ბოლტონის თქმით, შესაძლოა ირანში რეჟიმი ცვლილების ზღვარზე იყოს და პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ს ინტერესებისთვის სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

"ტრამპმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო ამერიკისთვის. ვფიქრობ, პოტენციურად ირანში რეჟიმის ცვლილების ზღვარზე ვართ. ეს უზარმაზარი ცვლილებაა ახლო აღმოსავლეთში. ეს იყო გადამწყვეტი და აუცილებელი ქმედება. ვფიქრობდი, რომ ეს ვიღაცას დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებინა, თუმცა სჯობს გვიან ვიდრე არასდროს". - თქვა ბოლტონმა Forbes-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ირანი არა მხოლოდ ისრაელის პრობლემა, არამედ გლობალური საფრთხეა, განსაკუთრებით კი აშშ-სთვის.

ჟურნალისტის კითხვაზე, ვარაუდობს თუ არა, რომ ირანი საპასუხო მოქმედებაზე გადავა, ეროვნული უსაფრთხოების ყოფილმა მრჩეველმა უპასუხა, რომ "თუ ირანი იმდენად უგუნური აღმოჩნდება, გუშინდელი ღამე მხოლოდ დასაწყისი იქნება".

"თუ გაბედავენ, იქნება ეს ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა, ამერიკელ სამხედროებსა ან მშვიდობიან მოქალაქეებსა და სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებში არსებულ ნავთობის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა, თუ ტერორისტული აქტები მსოფლიოს გარშემო, იმ მომენტში არც დონალდ ტრამპს და არც ნებისმიერ სხვა ამერიკელ პრეზიდენტს აღარ დარჩება სხვა არჩევანი გარდა იმისა, რომ ირანის რეჟიმს მკაცრი ძალით უპასუხოს". - აღნიშნა ბოლტონმა.

ბოლტონის თქმით, რეჟიმი ძალიან მოწყვლადია და ის ძალიან მოწყვლადი ჯერ კიდევ 7 ოქტომბრის თავდასხმამდე იყო. 

"ირანელი ხალხი ხედავს, რომ ეს რეჟიმი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. ამის მრავალი მიზეზი არსებობს: კორუფცია, აიათოლებისა და უმაღლესი გენერლების გამდიდრება, ეკონომიკური სიღარიბე მთელ ქვეყანაში, უკმაყოფილო ახალგაზრდობა. 30 წლამდე ასაკის მოქალაქეები ირანში მოსახლეობის 60%-ზე მეტს შეადგენენ. მათ იციან, რომ სხვა ცხოვრებაც შეუძლიათ ჰქონდეთ. ორი წლის წინ მასა ამინის მკვლელობის შემდეგ მოსახლეობის 50%-მა აჩვენა, რომ აღარ სჯერა, თითქოს აიათოლებს უფლის სახელით აქვთ უფლება, ქალის ჩაცმულობა განსაზღვრონ". - თქვა ბოლტონმა.

ყოფილმა მაღალჩინოსანმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ირანმა ის თავად დაისახა სამიზნედ.

"ეს მხოლოდ მე არ მეხება. ირანელების სამიზნეების სია გრძელია. მათ სამიზნედ არამხოლოდ ყოფილი ამერიკელი ოფიციალური პირები, არამედ ირანული დიასპორის წევრებიც ჰყავთ შერჩეული. ეს ტერორისტული რეჟიმია". - განაცხადა ბოლტონმა.

კომენტარები