22 ივნისის დილას ირანმა ისრაელზე ათობით რაკეტით იერიში მიიტანა.
IDF-ის ცნობით, ირანმა 20-დან 30-მდე ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა. მაშველების ინფორმაციით რაკეტებმა და ნამსხვრევებმა 10-ზე მეტი შენობა დააზიანეს.
ბოლო მონაცემებით, ირანული იერიშის შედეგად დაშავდა 20-მდე ადამიანი.
რამდენიმე საათით ადრე, ამერიკელმა სამხედროებმა ირანის 3 ბირთვულ ობიექტზე მიიტანა იერიში.





