ირან-ისრაელის კონფლიქტი

IDF: ისრაელის ავიაციამ ირანში მდებარე 35-ზე მეტი რაკეტგამშვები სისტემა გაანადგურა

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ისრაელის ავიაციამ დღეს დილით ირანში 35-ზე მეტი რაკეტგამშვები სისტემა გაანადგურა.

IDF-ის განცხადებით, საჰაერო ძალებმა იერიში ქალაქ თავრიზსა და ქირმანშაჰში მდებარე სამიზნეებზე მიიტანეს.

თავდაცვის უწყების ცნობით, დარტყმებში 25 ავიაგამანადგურებელი მონაწილეობდა.

ამასთან, IDF-ის თქმით, ოპერაციის ფარგლებში იერიში მიიტანეს ირანში მდებარე კიდევ სამ რაკეტის გამშვებ პუნქტზე და ლიკვიდირებულია სამხედრო მეთაურიც, რომელიც რაკეტების გაშვებაზე იყო პასუხისმგებელი.

კომენტარები