ირან-ისრაელის კონფლიქტი

პესკოვის თქმით, ტრამპს პუტინთან გუშინ არ უსაუბრია, ტრამპმა ეს "გადატანითი მნიშვნელობით" თქვა

დმიტრი პესკოვი
interaffairs.ru

დონალდ ტრამპის 18 ივნისის განცხადების საპასუხოდ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "გუშინ" მას ირანთან შუამავლობა შესთავაზა, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პერსკოვმა თქვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი "გადატანითი მნიშვნელობით ლაპარაკობდა". 

"ის გადატანითი მნიშვნელობით ლაპარაკობდა: ცხოვრება ახლა იმდენად სავსეა მოვლენებით, რომ რამდენიმე დღის რეტროსპექტივაში, თითქოს გუშინდელივითაა". - თქვა პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

ცნობისთვის, 18 ივნისს, თეთრი სახლის გარეთ ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტმა თქვა, რომ პუტინმა მას "გუშინ [17 ივნისს] ირანთან შუამავლობა" შესთავაზა, რაზეც მან უპასუხა, რომ კარგი იქნებოდა, პუტინს "თავისი თავისთვის" ეშუამავლა. 

"პუტინმა ირანთან შუამავლობა შემომთავაზა. მე ვუთხარი, კარგს იზამ, თუ შენ თავს უშუამავლებ. ჯერ რუსეთს უშუამავლე და ამაზე მერე შეგიძლია იდარდო" - თქვა ტრამპმა. 

კომენტარები