რუსული რეჟიმი

შილინგი: მზიას მხარდაჭერა თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოს მხარდაჭერაა

მზია ამაღლობელი საქართველოს პირველი და ერთადერთი ჟურნალისტია, რომელიც პოლიტიკური პატიმრის სტატუსით არის დაპატიმრებული. მისი დაპატიმრება აშკარად პოლიტიკურია და ყალბ ბრალდებებს ეფუძნება.

მე საქართველოში ვიყავი და მის ერთ-ერთ სასამართლო პროცესს დავესწარი. შემიძლია ვთქვა, რომ მისი საქმე პრესის თავისუფლებაზე პირდაპირი თავდასხმაა. მზია განასახიერებს მოძრაობას, რომელიც რეპრესიებისა და დაშინების მიუხედავად, განაგრძობს ბრძოლას დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის.

იგი სამიზნედ არის აღებული იმიტომ, რომ იცავს ჭეშმარიტებას და უარს ამბობს გაჩუმებაზე. დღეს ასობით პოლიტიკური პატიმარი, ოპოზიციის ლიდერი, აქტივისტი და ხელოვანია დაპატიმრებული იმ სისტემისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის, რომელიც დემოკრატიას ძირს უთხრის და რუსულ კონტროლს ამყარებს. ქართველი ხალხი იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რომლებზეც ეს პარლამენტია დაფუძნებული. 

თავისუფლება, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. მზიას მხარდაჭერა ნიშნავს თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოს მხარდაჭერას. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა [მზიას] და ქართველი ხალხის მიმართ. 

თქვა ავსტრიელმა ევროპარლამენტარმა, ლენა შილინგმა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის შესახებ ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას. 

კომენტარები