ირან-ისრაელის კონფლიქტი

ტრამპის თქმით, ირანი უპირობოდ უნდა დანებდეს, ვინაიდან მოლაპარაკებები "ყელში ამოუვიდა"

დონალდ ტრამპი კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს, 2025 წლის 4 მარტი.
Win McNamee/Pool/Reuters

ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მიერ დონალდ ტრამპის მოთხოვნაზე, ირანი "უპირობოდ დანებებულიყო", უარის თქმის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი მოთმინება ამოიწურა. 

თეთრი სახლის გარეთ რეპორტიორებთან საუბრისას ტრამპმა უარი თქვა, დაედასტურებინა, მიიღო თუ არა გადაწყვეტილება ირანის წინააღმდეგ ისრაელის საბრძოლო მოქმედებებში აშშ-ს შეიარაღებული ძალების ჩართვის შესახებ. 

"ეს შეიძლება გავაკეთო, შეიძლება არა. არავინ იცის, რის გაკეთებას ვაპირებ". - თქვა პრეზიდენტმა. 

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მას მოლაპარაკებების და მათ შორის, თეთრ სახლში შესაძლო შეხვედრის შესახებ ირანელი მაღალჩინოსნები დაუკავშირდნენ, თუმცა ტრამპის თქმით, "ლაპარაკისთვის უკვე ზედმეტად გვიანია". 

"უპირობო დანებება – ეს ნიშნავს, რომ ყელში ამომივიდა". - თქვა ტრამპმა. 

როდესაც მას ხამენეის მიერ დანებებაზე უარის თქმის შესახებ ჰკითხეს, აშშ-ს პრეზიდენტმა უპასუხა: "მე გეუბნები, წარმატებები". 

ცნობისთვის, 18 ივნისს, 13 ივნისს ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ პირველ სატელევიზიო მიმართვაში, აიათოლა ალი ხამენეიმ ტრამპის მოთხოვნა, ირანი "უპირობოდ დანებებულიყო", უგულებელყო და განაცხადა, რომ "ირანელი ერი არასდროს დანებდებოდა". 

ხამენეიმ თქვა, რომ ამერიკელებს "უნდა ესმოდეთ, რომ აშშ-ს არმიის ნებისმიერი ჩარევას უეჭველად მოჰყვება გამოუსწორებელ ზიანი". 

"ინტელიგენტი ადამიანები, რომლებმაც იციან ირანის, ირანელი ერისა და მისი ისტორიის შესახებ, არასდროს დაელაპარაკებიან ამ ერს მუქარის ენით, ვინაიდან ირანელი ერი არ დანებდება". - თქვა ხამენეიმ. 

ხამენეის მიმართვას წინ უძღოდა აშშ-ს პრეზიდენტის მიერ 17 ივნისს სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც იგი ირანის "უპირობო დანებებას" მოითხოვდა. 

კომენტარები