ირან-ისრაელის კონფლიქტი

JP: ირანს აშშ-სთან შეთანხმების მიღწევა სურს, თუმცა ისრაელისგან "სიტუაციის დამშვიდებაა საჭირო"

აიათოლა ალი ხამენეი

ისრაელური გამოცემა Jerusalem Post-ის ცნობით, ირანმა კატარს აშშ-სთვის შეტყობინება გადასცა, რომელშიც თეირანი ვაშინგტონთან შეთანხმების მიღწევისთვის მზაობას გამოთქვამს, თუმცა ერთი პირობით – ისრაელმა საბრძოლო მოქმედებები უნდა შეწყვიტოს. 

როგორც ანონიმური წყარო Jerusalem Post-ს ეუბნება, ირანელები "მოლაპარაკებებისთვის მზად არიან, რათა აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწიონ", თუმცა ისრაელის მხრიდან "სიტუაციის დამშვიდებაა საჭირო". 

საუბარია აშშ-სა და ირანს შორის ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ პოტენციურ შეთანხმებაზე, რომლის მიღწევის მიზნით მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, თუმცა წარუმატებლად. 

ბირთვული მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდი 15 ივნისს უნდა გამართულიყო, თუმცა ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია "აღმავალი ლომი" წამოიწყო, რის გამოც ირანი მოლაპარაკებებს გამოეთიშა. 

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, "ირანს [ურანის] გამდიდრება უნდა", რასაც აშშ ვერ დაუშვებს, ირანის მიერ ბირთვული იარაღის განვითარების შესაძლებლობის გამო. 

კომენტარები