ისრაელის საჰაერო ძალების განცხადებით, ოპერატიული მოქმედებისას უპილოტო საფრენ აპარატს რაკეტა მოხვდა და ის ირანის საჰაერო სივრცეში ჩამოვარდა.
"მსხვერპლი არ ყოფილა და ინფორმაციის გაჟონვის საფრთხე არ არსებობს". - წერს საჰაერო ძალების ოფიციალური გვერდი პლატფორმა X-ზე.
მანამდე, ირანულმა სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა კადრები, რომელშიც, მათი განცხადებით, ჩანს ისრაელის Hermes-ის ტიპის დრონი, რომელიც ისპაჰანის პროვინციაში ჩამოაგდეს.
მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანში არსებულ ცენტრიფუგებისა და სარაკეტო წარმოების ობიექტებზე იერიშები მიიტანეს.
"50-ზე მეტმა სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებელმა, დაზვერვის განყოფილებიდან მიღებული ზუსტი ინფორმაციის საფუძველზე ბოლო საათებში დაასრულა დარტყმების სერია თეირანის რაიონში სამხედრო ობიექტებზე". - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებაში.





