დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანს ისრაელის გასანადგურებლად სტრატეგიული გეგმა აქვს

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარის თქმით, ირანს აქვს "სტრატეგიული გეგმა" ისრაელის გასანადგურებლად.

ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გაეროს უშიშროების საბჭოსადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნა.

"ირანს აქვს სტრატეგიული გეგმა ისრაელის გასანადგურებლად. ისრაელი ვერ და არ მიიღებს განადგურების მუქარას!". - დაწერა საარმა პლატფორმა X-ზე.

მის მიერ გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ირანზე ისრაელის თავდასხმა "ირანის ბირთვული პროგრამისთვის კრიტიკულ ეტაპზე მოხდა და ის ასევე მიზნად ისახავდა ირანის მხრიდან დამატებითი სარაკეტო და და პროქსი თავდასხმების მყისიერი საფრთხის აღკვეთას".

საარის თქმით, თავდასხმის გადაწყვეტილება მიღებულ იქნება, როგორც "უკიდურესი აუცილებლობის ზომა".


13 ივნისს ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რომელთა ფარგლებშიც ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა. 

კომენტარები