ირან-ისრაელის კონფლიქტი

მედია: ისრაელმა თეირანის მახლობლად IRGC-ის ბალისტიკური რაკეტების საწარმოზე იერიში მიიტანა

x

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ადასტურებს, რომ ისრაელის საჰაერო ძალებს იერიშები მიაქვს ირანის დედაქალაქ თეირანის მიმდებარე ტერიტორიაზე. 

მანამდე IDF-მა თეირანის მოსახლეობისთვის გაფრთხილება გამოსცა, რომელშიც ქალაქის მე-18 რაიონში მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა ამ ტერიტორიაზე ირანული სამხედრო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ისრაელის მხრიდან მოსალოდნელი ოპერაციებიდან გამომდინარე.

ამასთანავე, დაზვერვის ღია წყაროები წერენ, რომ თეირანის მახლობლად ისრაელის საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს ირანში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ხოჯირის ბალისტიკური რაკეტების საწარმოზე, რაც ერთ-ერთ უდიდესია ქვეყანაში.

ხოჯირის საწარმოზე იერიშის მიტანაზე ცნობები მოგვიანებით ირანულმა მედიამაც დაადასტურა.

კომენტარები