ირან-ისრაელის კონფლიქტი

ირან-ისრაელის კონფლიქტზე შეხვედრის გამართვის შემდეგ ტრამპი ნეთანიაჰუს ელაპარაკა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ
AP Photo/ Mark Schiefelbein

გამოცემა Axios ისრაელელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 17 ივნისის საღამოს საათებში ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ელაპარაკა.

მანამდე კი ტრამპმა ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის გამწვავებასთან დაკავშირებით ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრა გამართა. 

გავრცელებული ინფორმაციით, თეთრი სახლის "სიტუაციების ოთახში" შეხვედრა ერთ საათსა და 20 წუთს გაგრძელდა. 

17 ივნისს ნეთანიაჰუ ამბობდა, რომ იგი პრეზიდენტ ტრამპს თითქმის ყოველდღე ელაპარაკება მას შემდეგ, რაც 13 ივნისს ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტი დაიწყო. 

გამოცემა Axios ორ ისრაელელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ ნეთანიაჰუსა და ისრაელის თავდაცვის მაღალჩინოსნების აზრით, ტრამპი, სავარაუდოდ, მომდევნო დღეებში ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის კამპანიაში ჩაერთვება. 

კომენტარები