ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინფინგის თქმით, მისი ქვეყანა "ღრმად შეშფოთებულია" ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის "უეცარი ესკალაციით", რაც ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებულმა ქმედებებმა გამოიწვია. ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო მედია Xinhua ავრცელებს.
ირან-ისრაელის კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ პირველ საჯარო განცხადებაში სი ძინფინგი აღნიშნავს, რომ ჩინეთი ეწინააღმდეგება "ნებისმიერ ქმედებას, რომელიც არღვევს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას".
"სამხედრო კონფლიქტი არ არის პრობლემების მოგვარების გზა და რეგიონული დაძაბულობების ესკალაცია არ არის საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებში". - თქვა სი ძინფინგმა ასტანაში, უზბეკეთის პრეზიდენტ, შავკატ მირზიევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ჩინეთის ლიდერის თქმით, ყველა მხარემ უნდა იმუშაოს კონფლიქტის რაც შეიძლება მალე დასრულებაზე და მისი ქვეყანა მზად არის "იმუშაოს ყველა ქვეყანასთან, რათა შეასრულოს კონსტრუქციული რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენაში".





