ირან-ისრაელის კონფლიქტი

Reuters: აშშ ახლო აღმოსავლეთში უფრო მეტ გამანადგურებელ თვითმფრინავს გზავნის

აშშ-ს სამხედრო ძალები ახლო აღმოსავლეთში უფრო მეტ გამანადგურებელ თვითმფრინავს გზავნის და რეგიონში სხვა საბრძოლო თვითმფრინავების განლაგებას აფართოებს. ინფორმაციას Reuters სამ ამერიკელ ოფიციალური პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, საბრძოლო თვითმფრინავების განლაგების გაფართოება, მათ შორის, F-16-ის, F-22-ის და F-35-ის ტიპის გამანადგურებლებსაც მოიცავს.

ოფიციალური პირების განმარტებით, გამანადგურებლები თავდაცვითი ტიპისაა და ძირითადად უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოსაგდებად გამოიყენება.

გარდა ამისა, გამოცემა კიდევ ერთ წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში საზღვაო ხომალდები განათავსონ, რომლებიც ბალისტიკური რაკეტების განადგურებას შეძლებენ.

კომენტარები