ამერიკელი მსახიობის, მეთიუ პერის სიკვდილში ბრალდებული კიდევ ერთი ექიმი სასამართლოზე დანაშაულის აღიარებას დათანხმდა.
ფედერალური პროკურორების ინფორმაციით, ექიმი სალვადორ პლასენცია, რომელიც მსახიობს მის სიკვდილამდე ორი კვირით ადრე აწვდიდა კეტამის, დათანხმდა ბრალის აღიარებაზე.
ბრალის აღიარების შემთხვევაში დანაშაული 40 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მანამდე, ექიმმა მარკ ჩავესმა პერის სიკვდილში დანაშაული 2024 წლის 3 ოქტომბერს აღიარა.
ჩავესმა ლოს-ანჯელესის სასამართლოში ჩვენება შეცვალა და თქვა, რომ ის მართავდა კეტამინის მწარმოებელ კლინიკას და მიჰყიდა კეტამინის ტაბლეტები დოქტორ სალვადორ პლასენსიას, რომელიც ნარკოტიკს მსახიობს აწვდიდა.
ჯამში, მეთიუ პერის სიკვდილში ბრალი ხუთ პირს ედება. არსებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებს ჰქონდათ შემუშავებული სპეციალურ სქემა, რომლის მიხედვითაც მსახიობს აწვდიდნენ იმაზე მეტ კეტამინს, ვიდრე მას დეპრესიის სამკურნალოდ ლეგალურად ჰქონდა გამოწერილი. საბოლოოდ, სწორედ ამას დაბრალდა მსახიობის გარდაცვალება ზედოზირებით.





