17 ივნისი ღამით უკრაინამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი რუსული მასობრივი საჰაერო იერიში მოიგერია. უკრაინის შეიარაღებული ძალების (ВСУ) საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 472-იდან 428 რუსული დრონი და რაკეტა გაანადგურა.
ВСУ-ს ცნობით, რუსული დრონები და რაკეტები 10 ადგილს მოხვდა, ხოლო ჩამოგდებული ობიექტის ნამსხვრევები 34 ადგილას დაეცა.
ამის შესახებ ВСУ-ს განცხადებაში წერია.
საჰაერო ძალების განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა იერიშისთვის გამოიყენა:
- 440 უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის, დაახლოებით 280 Shahed-ის დრონი
- 2 ცალი Х-47М2 Кинжал-ის ტიპის აერობალისტიკური რაკეტა
- 16 ცალი Х-101-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა
- 4 Калибр-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა
- 9 Х-59/69-ის ტიპის მართვადი საავიაციო რაკეტა
- 1 Х-31П-ის ტიპის რადიოლოკაციის საწინააღმდეგო რაკეტა
ВСУ-ს ცნობით, ამ საშუალებებს შორის გაანეიტრალეს 402 დრონი, Х-101-ის ტიპის 15 ფრთოსანი რაკეტა, Кинжал-ის ტიპის 2 აერობალისტიკური რაკეტა, ერთი ცალი Х-59/69-ის ტიპის მართვადი საავიაციო რაკეტა და ერთი ცალი Х-31П-ის ტიპის რადიოლოკაციის საწინააღმდეგო რაკეტა
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ იერიში ძირითადად კიევის მიმართულებით იყო კონცენტრირებული.
17 ივნისის ღამით რუსეთმა უკრაინაზე მასობრივი იერიში მიიტანა. წინასწარი ინფორმაციით, კიევში, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა, 99 კი დაშავდა. ქალაქ კიევის გარდა რუსეთმა იერიში მიიტანა ოდესის, ზაპოროჟიეს, ჩერნიგოვის, კიროვოგრადის, ნიკოლაევის, ჟიტომირისა და კიევის ოლქებზე.





