ირანს ისრაელთან საბრძოლო მოქმედებების დასრულება და ბირთვული მოლაპარაკებების გაგრძელება სურს. ამის შესახებ გამოცემა Wall Street Journal წერს.
გამოცემა წყაროდ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების სხვადასხვა წარმომადგენლებს იყენებს.
წყაროების თანახმად, ირანი ისრაელსა და აშშ-ს მინიშნებებს შუამავალი არაბული ქვეყნების საშუალებით უგზავნის.
"ირანი მკაფიოდ ახვედრებს აშშ-სა და ისრაელს, რომ საბრძოლო მოქმედებების დასასრულებლად მზად არის. ის შუამავალი არაბული ქვეყნების მეშვეობით ისრაელსა და აშშ-ს სიგნალებს უგზავნის". – წერია გამოცემის სტატიაში.
WSJ-ის წყაროების ცნობით, თეირანმა არაბ მაღალჩინოსნებს შეატყობინა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაბრუნებლად მზად არის, თუ აშშ ისრაელის იერიშებს არ შეუერთდება.
13 ივნისს, ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რომელთა ფარგლებშიც ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა.
16 ივნისს, ირანულმა სამთავრობო მედიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დაზვერვის მეთაური, მოჰამად ყაზემი და მისი მოადგილე 15 ივნისს ისრაელის იერიშს ემსხვერპლნენ.
პარალელურად, 15 ივნისს, ისრაელში ირანის საპასუხო იერიშის შედეგად, სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლების ინფორმაციით გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვებიც, მათ შორის 10 წლის ბიჭი. თავდასხმის შედეგად დაშავდა 140-ზე მეტი ადამიანი.
ირანის თავდასხმამ თელ-ავივში საცხოვრებელი სახლები გაანადგურა.
საცხოვრებელი სახლების ნაგნგრევებში სამაშველო ოპერაციები ამდომდე გრძელდება.





