საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთს არ გააჩნია საკმარისი სანდოობა, რათა ისრაელსა და ირანს შორის შუამავლის როლი შეასრულოს.
ამის შესახებ მაკრონმა გრენლანდიაში ვიზიტისას განაცხადა და აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.
15 ივნისს ABC News-თან ინტერვიუში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის არ გამორიცხავდა ისრაელსა და ირანს შორის ვლადიმერ პუტინის შუამავლობის შესაძლებლობას.
"არ ვფიქრობ, რომ რუსეთი, რომელიც ამჟამად მაღალი ინტენსივობის ომშია ჩართული და რომელმაც რამდენიმე წელია უარი თქვა გაეროს ქარტიის პატივისცემაზე, შეიძლება მედიატორი იყოს". - თქვა მაკრონმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთი ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში არ მონაწილეობდა.





