დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

რეზა ფეჰლევი ირანელ ხალხს: ირანი თქვენ გეკუთვნით და მისი დაბრუნება თქვენს ხელშია

ჩემო თანამემამულეებო, ისლამურმა რესპუბლიკამ და მისმა არაკომპეტენტურმა და კრიმინალურმა ლიდერებმა ჩვენი ირანი ომში ჩაითრიეს და პასუხისმგებლები არიან მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე.

კორუფციის, არაკომპეტენტურობისა და ჩაგვრის ათწლეულების შემდეგ ეს რეჟიმი ახლა ყველაზე მოწყვლად და სუსტ მდგომარეობაშია, თუმცა მისი საბოლოოდ დამხობა მხოლოდ დიდი ირანელი ერის ძლიერი ხელით არის შესაძლებელი. 

ირანი თქვენ გეკუთვნით და მისი დაბრუნება თქვენს ხელშია. 

თქვენი მხრიდან წინააღმდეგობის ყოველ აქტს, მათ შორის, სამსახურში არგამოცხადებას, ნაკლებად მუშაობასა ანდა დაგვიანებას, ამ დასუსტებული რეჟიმისთვის ეფექტიანი ძლიერი დარტყმის მიყენება შეუძლია. 

ერთად, ერთმანეთისთვის გვერდში დგომით გამარჯვებას მოვიპოვებთ.

სამხედროებს, პოლიციასა და უსაფრთხოების ძალებს მივმართავ: ამ რეჟიმისგან გამოეყავით და ხალხს შეუერთდით. 

თქვენი სახელით საერთაშორისო საზოგადოებას მივმართავ: ისლამური რეჟიმის დაშოშმინების ნაცვლად, ირანელ მხარს დაუჭირეთ მხარი. 

თქვა ირანიდან დევნილი ტახტის მემკვიდრე პრინცმა და ოპოზიციურმა ფიგურამ, რეზა ფეჰლევიმ ირანელი ხალხისთვის ჩაწერილ მიმართვაში, რომელსაც X-ზე ავრცელებს.

კომენტარები