დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

რეზა ფეჰლევი: უგუნურმა ლიდერმა ალი ხამენეიმ კიდევ ერთხელ ჩართო ირანი ომში

ანტი-ირანული რეჟიმის უგუნურმა ლიდერმა, ალი ხამენეიმ კიდევ ერთხელ ჩართო ირანი ომში - ომში, რომელიც არა ირანსა და ირანელ ხალხს შორის, არამედ ისლამურ რესპუბლიკასა და ხამენეის შორის მიმდინარეობს.

ჩემი მიმართვა შეიარაღებული ძალების, სამართალდამცავებისა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისადმი ნათელია, ამ რეჟიმს და მის კორუმპირებულ და არაკომპეტენტურ ლიდერებს არც თქვენი სიცოცხლე და არც ჩვენი ირანი არ ანაღვლებთ. გაემიჯნეთ მათ და შეუერთდით ხალხს.

ირანელი ხალხის ბრძოლა ისლამური რესპუბლიკის დამანგრეველი რეჟიმის წინააღმდეგ ირანის დაბრუნებას და ხელახლა აღმშენებლობას ემსახურება. გამოსავალი ქუჩის პროტესტებისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით გაფიცვების გზით ისლამური რესპუბლიკის დამხობაა.

ამ ძიმე დროს მე თქვენს გვერდით ვარ. ჩვენ ამ ბრძოლაში ერთად ვართ და აუცილებლად გავიმარჯვებთ.

წერს ირანიდან დევნილი ტახტის მემკვიდრე პრინცი და ოპოზიციური ფიგურა რეზა ფეჰლევი პლატფორმა X-ზე

კომენტარები