გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ, ავსტრალიამ, ახალმა ზელანდიამ და ნორვეგიამ ისრაელის მთავრობის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს, ითამარ ბენ გვირს და ფინანსთა მინისტრს, ბეცალელ სმოტრიჩს სანქციები დაუწესეს.
ერთობლივი განცხადების მიხედვით, ისრაელის კაბინეტის კონსერვატორ მინისტრებს სანქციები "პალესტინელების წინააღმდეგ აგრესიის გაღვივებისთვის" დაუწესეს. ბენ გვირს და სმოტრიჩს აღნიშნულ ქვეყნებში მოგზაურობა ეკრძალებთ და მათ იურისდიქციაში არსებული ქონება გაეყინებათ.
"ითამარ ბენ გვირი და ბეცალელ სმოტრიჩი აღვივებენ ექსტრემისტულ ძალაედობას და პალესტინელების ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებს. ექსტრემისტული რიტორიკა, რომელიც ადვოკატირებას უკეთებს პალესტინელების იძულებით გადაადგილებას და ისრაელის ახალი დასახლებების შექმნას, შემაძრწუნებელი და საშიშია" – წერია განცხადებაში.





