საფრანგეთი-უკრაინა

ლეკორნუს თქმით, ფრანგული კომპანიები უკრაინაში დრონების წარმოებას დაიწყებენ

Le Monde-ის ინფორმაციით, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ 6 ივნისს განაცხადა, რომ ფრანგული ავტომწარმოებელი და თავდაცვის სექტორის კომპანიები უკრაინაში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას დაიწყებენ.

"ჩვენ სრულიად უპრეცედენტო პარტნიორობას ვიწყებთ, რომლის ფარლებშიც დიდი ფრანგული ავტომწარმოებელი კომპანია, მისი სახელს არ ვასახელებ, რადგან ეს მათი გადასაწყვეტია, გააერთიანებს ძალისხმევას ფრანგული თავდაცვის სექტორის საშუალო საწარმოსთან, რათა უკრაინაში საწარმოო ხაზები აღიჭურვოს და დრონების წარმოება დაიწყოს". - განაცხადა ლეკორნუმ.

მისივე თქმით, უკრაინის გარდა, დრონები ფრანგული არმიისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.

ლეკორნიუს თქმით, ფრანგი მოქალაქეების საწარმოში სამუშაოდ გაგზავნა არ არის საჭირო, რადგან ის უკრაინაში გაიხსნება, სადაც უკრაინელები "უკეთესად ფლობენ დრონების დიზაინისა და მათთან დაკავშირებული სტრატეგიების შემუშავების უნარს."

კომენტარები