"ის [ზელენსკი] არის თავისუფალ სისტემაში არჩეული პრეზიდენტი. ეს არ ეხება ვლადიმირ პუტინს, რომელიც დიდი ხანია კლავს თავის ოპონენტებს და მანიპულირებს არჩევნებით“
tbl.ge/72yv
დაკოპირდა

თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სოციალურ მედიაში გამართულ კითხვა-პასუხის სესიაზე
19 თებერვალს, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის "უარჩევნებო დიქტატორი" უწოდა.
მანამდე კი ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკის მიმართ მოსახლეობაში მხარდაჭერა 4%-ზეა და უკრაინის პრეზიდენტს ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა, რაც მოსკოვის ერთ-ერთ მოთხოვნასაც წარმოადგენს.
2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, Kyiv International Institute of Sociology-ს კვლევა აჩვენებს, რომ ზელენსკის უკრაინელების 52% ენდობა.




