მედიის კანონი

კობახიძე მედიის კანონზე: ესაა საერთაშორისო მედიასტანდარტი, რა შუაშია აქ ცენზურა

ცენზურა არაფერ შუაშია, რეალურად არის სტანდარტები დადგენილი მრავალი წელია ჩვენს კანონმდებლობაში, უბრალოდ არ არსებობდა აღსრულების მექანიზმი. ის, რომ საინფორმაციო გამოშვება უნდა იყოს ობიექტური და ნეიტრალური, ეს არის საერთაშორისო მედიასტანდარტი, რა შუაშია აქ ცენზურა.

[...] რეალურად ყველამ უნდა იზრუნოს ქართულ მედიაში სწორი კულტურის ჩამოყალიბებაზე. 

ამბობს ივანიშვილის წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე მედიის კანონთან დაკავშირებით.

ქართულმა ოცნებამ TV პირველსა და ფორმულას "მაუწყებლობის შესახებ კანონის" დარღვევის გამო კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივლა. 

ფორმულას ცნობით, საჩივარი შეეხება არხის მიერ ისეთი სიტყვების გამოყენებას, როგორიცაა "არალეგიტიმური პარლამენტი", "ე.წ პარლამენტის თავჯდომარე", "ოლიგარქის დეპუტატი", "რეჟიმის საქალაქო სასამართლო", "ქართული ოცნების რეჟიმი", "რეჟიმის პატიმარი", ასევე ბიძინა ივანიშვილის "ოლიგარქად" მოხსენიებას.

კომენტარები