მედიის კანონი

COMCOM-მა TV პირველი და ფორმულა სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა არ დააჯარიმა

ტვ პირველი.ფორმულა

კომუნიკაციების კომისია ტელეკომპანიების, ტვ პირველისა და ფორმულას შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა. კომისიამ ტელევიზიები სამართალდამრღვევად ცნო, მაგრამ არ დააჯარიმა.

ქართულმა ოცნებამა ტელეკომპანიებს მაუწყებლობის შესახებ კანონის დარღვევის გამო კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივლა. კობახიძის წარმომადგენელი, ტელევიზიებს მაუწყებლობის შესახებ კანონის 54-ე, 59 პრიმა და 76-ე მუხლების დარღვევას ედავებოდა.

 როგორც ცნობილია, ივანიშვილის რეჟიმი ტელეკომპანიებს ისეთი ტერმინების გამოყენების გამო უჩივის, როგორებიცაა: "არალეგიტიმური პარლამენტი", "ე.წ პარლამენტის თავმჯდომარე", "ოლიგარქის დეპუტატი", "რეჟიმის საქალაქო სასამართლო", "ქართული ოცნების რეჟიმი", "რეჟიმის პატიმარი", ასევე ბიძინა ივანიშვილის "ოლიგარქად" მოხსენიებას.

კომენტარები