კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანიების: TV პირველისა და ფორმულას წინააღმდეგ ქართული ოცნების საჩივარი წარმოებაში მიიღო. დავის არსებითი განხილვა 19 ივნისს, 15:00 საათზე გაიმართება.
ქართულმა ოცნებამ TV პირველსა და ფორმულას "მაუწყებლობის შესახებ კანონის" დარღვევის გამო კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივლა. ცნობილი ხდება, რომ ივანიშვილის რეჟიმი ტელეკომპანიებს კონკრეტული ტერმინების გამოყენების გამო უჩივის.
-
საია ოცნების საჩივრებზე: ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დაცულ მედიის თავისუფლებას
-
TI: საჩივრები მედიის დაშინების და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ჩახშობის სახიფათო მცდელობაა
TV პირველის ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის თქმით , საჩივარში აღნიშნულია, რომ არხის ჟურნალისტს არ უნდა გამოეყენებინა ტერმინები: "რეჟიმი", "გარუსება", "კლანის სასამართლო", "არალეგიტიმური ხელისუფლება", "რუსული კომისიის სხდომა" და ა.შ.
ფორმულას განცხადებით, არხის წინააღმდეგ საჩივარში მოცემულია ნაწყვეტები და ამონარიდები არხის როგორც საინფორმაციო გამოშვებებიდან, ასევე სოციალური გვერდებიდან
ფორმულას ცნობით, საჩივარი შეეხება არხის მიერ ისეთი ტერმინების გამოყენებას, როგორიცაა: "არალეგიტიმური პარლამენტი", "ე.წ პარლამენტის თავჯდომარე", "ოლიგარქის დეპუტატი", "რეჟიმის საქალაქო სასამართლო", "ქართული ოცნების რეჟიმი", "რეჟიმის პატიმარი", ასევე ბიძინა ივანიშვილის "ოლიგარქად" მოხსენიებას.





