ივანიშვილის ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის მოადგილედ ცოტნე ყავლაშვილი დაინიშნა - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
ბრძანებას, რომელიც 2025 წლის 4 ივნისითაა დათარიღებული, ხელს ივანიშვილის წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე აწერს.
ყავლაშვილი 2022 წლიდან საქართველოს გენერალური აუდიტორის თანამდებობას იკავებდა.
4 ივნისს შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ყოფილი გენერალური პროკურორი, გიორგი გაბიტაშვილი წარადგინა.





