ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა. შესაბამისი ბრძანება ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ გამოსცა.
2019 წლიდან დღემდე, მიხეილ მაღლაკელიძე დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.
"გასულ წლებში, მიხეილ მაღლაკელიძე სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახურში, შსს-ში, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში - იყო ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსი, ასევე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსის მოადგილე". - წერია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.





