ქართული ოცნება

სანქცირებულმა გაბიტაშვილმა გენერალური პროკურორის თანამდებობა დატოვა

ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გენერალურ აუდიტორად, გაერთიანებული სამეფოს მიერ დასანქცირებული გიორგი გაბიტაშვილი წარადგინა. გაბიტაშვილი აქამდე გენერალური პროკურორის თანამდებობად იკავებდა. შესაბამისი განცხადება პაპუაშვილმა ბრიფინგზე გააკეთა.

"მივიღე გადაწყვეტილება გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარვადგინო გიორგი გაბიტაშვილის თანამდებობა. გიორგი გაბიტაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა პროკურატურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. 2013 წლიდან იკავებდა გენ.პროკურორის მოადგილის, ხოლო 2024 წლიდან გენერალური პროკურორის თანამდებობას. ვფიქრობ გენერალურ აუდიტორად მისი არჩევა, მნიშვნელოვნად გააძლიერებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და უზრუნველყოფს იმ მიზნების მიღწევას, რომელიც წინა საარჩევნოდ წარვუდგინეთ ჩვენს მოსახლეობას და რომლის შესრულებისთვისაც მივიღეთ ქართველი ხალხის მანდატი". - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

მისივე თქმით, ახლა გენერალური აუდიტორის არჩევასთან დაკავშირებით საპარლამენტო პროცედურებს დაიწყებენ და საკითს მომავალ კვირას, პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს. 

"გენერალური აუდიტორის თანამდებობა გამოწვევა და შესაძლებლობაა ჩემთვის ახალი პოზიციიდან ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ჩემი წვლილი შევიტანო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განვითარებაში". - განაცხადა გაბიტაშვილმა.

მისი თქმით, ამაყობს პროკურატურაში გატარებული თითოეული დღით.

10 აპრილს, გაერთიანებულმა სამეფომ ადამიანის უფლებების სანქციების გლობალური სიაში ივანიშვილს რეჟიმის კიდევ ოთხი წარმომადგენელი შეიყვანა. მათ შორის გიორგი გაბიტაშვილი.

კომენტარები