რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ნავროცკი ზელენსკის: ჩვენზე უკეთ რუსული აგრესიის საფრთხე არცერთ სხვა ქვეყანას ესმის

ბატონო პრეზიდენტო ზელენსკი, მადლობა თქვენი მესიჯისთვის. ველოდები ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაგრძელებას, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთგაგებაზე. მჯერა, ამისთვის არა მხოლოდ კარგი დიალოგია საჭირო, არამედ ასევე - დაგვიანებული ისტორიული საკითხების მოგვარებაც.

პოლონეთი უკრაინის ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი იყო რუსული აგრესიის წინააღმდეგ, ჩვენზე უკეთ ეს საფრთხე არცერთ სხვა ქვეყანას ესმის და იმედი მაქვს, საერთო სიკეთისთვის ერთად მუშაობას გავაგრძელებთ, რათა მოგვარდეს მოუგვარებელი წარსული და ერთად ავაშენოთ უსაფრთხო მომავალი.

წერს პოლონეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი X-ზე გავრცელებულ პოსტში, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მილოცვას ეხმაურება

კომენტარები