აშშ-უკრაინა

ანდრეი ერმაკი აშშ-ში გაფრინდა

ანდრეი ერმაკი
უკრაინის პრეზიდენტის ოფისი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი აშშ-ში მიფრინავს. ინფორმაცია თავდაპირველად უკრაინულმა მედიამ გაავრცელა, თუმცა, მალევე პრეზიდენტის წარმომადგენელმაც დაადასტურა. 

გამოცემის მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავი 2 ივნისს პოლონეთიდან ირლანდიაში ჩაფრინდა, სადაც რამდენიმე საათით გაჩერდა და შემდეგ აშშ-ს მიმართულებით გაფრინდა. 

 უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის შეხვედრასთან დაკავშირებით წინასწარ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.

გუშინ, 2 ივნისს უკრაინასა და რუსეთის დელეგაციებს შორის სტამბოლში ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. 

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი – რაზე შეთანხმდნენ მხარეები

კომენტარები