ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს, რომ ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის სამხედრო ფრთის მეთაური მოჰამედ სინვარი ლიკვიდირებულია.
IDF-მა დაადასტურა ჰამასის სამხედრო ფრთის, კერძოდ, რაფაჰის ბრიგადის სარდლის, მუჰამად შაბანას სიკვდილიც.
სინვარი და შაბანა მაისის დასაწყისში ისრაელის იერიშის შედეგად დაიღუპნენ. იერიშის დროს ისინი ხან იუნისში, ევროპული ჰოსპიტალის ქვეშ არსებულ მიწისქვეშა გვირაბში იმყოფებოდნენ.
მოჰამედ სინვარი ჰამასის სამხედრო ფრთხის ლიდერი მას შემდეგ გახდა, რაც ისრაელმა მისი ძმა იაჰია სინვარი და წინამორბედი მოჰამედ დეიფი მოკლა. სამივე მათგანი 2023 წლის 7 ოქტომბრის ტერაქტის დაგეგმვას ხელმძღვანელობდა.
14 მაისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის ქალაქ ხან-იუნისის ერთ-ერთი საავადმყოფოს ქვეშ მდებარე ბუნკერზე მიიტანა იერიში, რომელშიც, სავარაუდოდ, მოჰამედ სინვარი იმყოფებოდა.





