რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა 2 ივნისს სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე იგივე იქნება, რაც 16 მაისს იყო. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ გაავრცელა.
"იქნება იგივე რუსული დელეგაცია," - აღნიშნა ზახაროვამ შესაბამის კითხვაზე პასუხისას.
16 მაისს გამართული მოლაპარაკებების დროს რუსეთის დელეგაციას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თანაშემწე, ვლადიმირ მედინსკი ხელმძღვანელობდა. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყვნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი დაზვერვის სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი.





