კოალიცია ძლიერი საქართველოს ბათუმის ორგანიზაციის წევრი, ლუკა ნაცვლიშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორ მუხლს ედავებიან.
აქტივისტ არჩილ ბერიძის ცნობით, საუბარია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებზე.
ლუკა ნაცვლიშვილი ბათუმში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აქციის შემდეგ დააკავეს.





