აქციაზე დაკავებულები

ძლიერი საქართველო: მოვითხოვთ, უკანონოდ დაკავებული ნაცვლიშვილის სასწრაფოდ გათავისუფლებას

კოალიცია ძლიერი საქართველოს ცნობით, ბათუმში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აქციის შემდეგ, კოალიციის ბათუმის ორგანიზაციის წევრი, ლუკა ნაცვლიშვილი დააკავეს.

მათივე ცნობით, ლუკა ნაცვლიშვილის დაკავების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

"მოვითხოვთ, უკანონოდ დაკავებული ლუკა ნაცვლიშვილის სასწრაფოდ გათავისუფლებას და ველოდებით განმარტებას შინაგან საქმეთა სამინისტროდან, თუ რის საფუძველზე დააკავეს ჩვენი გუნდის წევრი.

ვაცხადებთ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნის და შერჩევითი სამართლის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი. ლუკას და ჩვენ, მის თანამებრძოლებს ამით რეჟიმი ვერ შეგვაშინებს. ბრძოლა იქნება ბოლომდე!" - წერს კოალიცია. 

კომენტარები