რუსული რეჟიმი

ზურაბიშვილი: არჩევნებიდან 7 თვის შემდეგ, ეს არალეგიტიმური მთავრობა აღიარებული არ არის

მინდა გითხრათ, რომ ის მუშაობა, რომელიც ჩვენ პარტნიორებთან ჩატარდა, ჩემი და სხვების, ეს არ არის ერთი ადამიანის გაკეთებული, ეს არის ერთობლივი მუშაობა. მაშინაც კი, როდესაც ზოგჯერ, სხვადასხვა პარტიები, სხვადასხვა ადამიანები, პიროვნებები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები [მუშაობენ].

ყველამ ერთად იმუშავა და ყველამ მიაღწია იმას, რომ დღეს, არჩევნებიდან 7 თვის შემდეგ, ეს არალეგიტიმური მთავრობა აღიარებული არ არის, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მეგობრებისგან. არ არის აღიარებული არჩევნების შედეგები. ეს ე.წ. მთავრობა ჩვენი პარტნიორებისგან იზოლირებულია.

მიმართა საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს.

კომენტარები