ჩვენ ვინც აქ ვართ ვიცით, ვინ არიან ჩვენი მეგობრები, ვინ არიან ჩვენი პარტნიორები და დღეს მთელი დღეა ვისმენთ და კიდევ მოდის, მოლოცვებს, რომლებიც არის, მხოლოდ და მხოლოდ, ქართველი ხალხისადმი.
ეს არ არის ტრადიციული პროტოკოლური მოლოცვები, რომლებსაც პრეზიდენტობის პირველი მანდატის დროს მეც ვიღებდი. ეს არის მოლოცვა თქვენადმი, მოლოცვა ხალხის გამბედაობის და გამძლეობისადმი. ეს არის მოლოცვა, სურვილი და მხარდაჭერა, რომ თქვენი გამარჯვება მალე მოვიდეს. ეს არის დემოკრატიისა და ევროპელობის მხარდაჭერა ყველა ჩვენი პარტნიორისგან.
26 მაისი
ზურაბიშვილი: დღევანდელი მოლოცვები, მხოლოდ და მხოლოდ, ქართველი ხალხისადმია მიმართული





