ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯურაბ ჯაფარიძის დაკავებას ეხმაურება.
"ღრმად შეშფოთებულები ვართ ოპოზიციური პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო. დემოკრატიის უკუსვლა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიული მოქმედებები, მათ შორის, დაუსაბუთებელი დაკავებები, ეს არის გზა არსაითკენ. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ზურაბ ჯაფარიძეს!". - წერს საგარეო უწყება პლატფორმა X-ზე.
ზურაბ ჯაფარიძეს 22 მაისს გირაოს გადაუხდელობისთვის პატიმრობა შეუფარდეს.