ნარკოდანაშაული

"კოკაინი", "ალფა-პვპ" და "კლეფედრონი" ამოვიღეთ – შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით დაკავებულია 1987 წელს დაბადებული გ.მ.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდდა. პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე ჩაატარა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, მათ შორის: "კოკაინი", "ალფა-პვპ" და "კლეფედრონი" ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო სასწორი და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260- მუხლის 1-ლი ნაწილი, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 260-ე ტერცია მუხლის მე-5 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

კომენტარები