რუსული რეჟიმი

ყაველაშვილი: გუშინ, პრინციპში, დიპლომატიურად გასცა რუბიომ პასუხი და მე ამით კმაყოფილი ვარ

მაშინაც ვიძახდით და ახლაც ვამბობთ, რომ ჩვენ მზად ვართ. [აშშ-სა და საქართველოს შორის] აუცილებელია გადატვირთვა და გუშინ გამოჩნდა, რომ აუცილებელია თუნდაც [უილსონის] იმ კითხვიდან გამომდინარე, რომ არ შეიძლება სახელმწიფოებს შორის მსგავსი დამოკიდებულება და ასეთი სპეკულაციური ინფორმაციის ფონზე მოსთხოვო შენს ხელისუფალს, რომ ამ ინფორმაციის საფუძველზე ჰქონდეს ესა თუ ის რეაქცია ამა თუ იმ ქვეყანასთან.

გუშინ, პრინციპში, დიპლომატიურად გასცა მან [რუბიომ] პასუხი და მე კმაყოფილი ვარ ამ პასუხით იმიტომ, რომ ეს ჩანს თავისთავად... [ანტიამერიკული მთავრობა ნახსენები] იყო კითხვიდან გამომდინარე, თუმცა ესეც არის ხომ? რა იგულისხმება ანტიამერიკულ ხელისუფლებაში? როგორ უნდა აიხსნას ეს ყველაფერი? ამაზე ჰქონდა მინიშნება [რუბიოს], რომ ეს ყველაფერი არის გასარკვევი.

თქვა ივანიშვილის პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა იმედი LIVE-ის ეთერში.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამოსვლისას ქართული ოცნების მთავრობა ანტიამერიკულად მოიხსენია.

კომენტარები