ზურაბ ჯაფარიძის დაკავება

გვარამია: რეჟიმი დგას მარტო დაჭერებზე და შიშზე – ოლიგარქიის დამხობა არის ამოცანა

ამდენჯერ პატიმრობაში ვარ მეც ნამყოფი და დღეს რაც მოხდა, მართლა ნამეტანი იყო. არაფერი არ იქნება, თუ არ დაემხო ოლიგარქია. ყველას ასე ბოლო წუთამდე ველოდებით, რომ იქნებ ახლა რამე სხვანაირად მოხდეს. არ მოხდება სხვანაირად. რეჟიმი დგას მარტო დაჭერებზე და შიშზე. არ არის საჭირო რაღაც რაციონალური ფიქრები და ა.შ. 

პირდაპირ უნდა ვთქვათ, ოლიგარქიის დამხობა არის ამოცანა, თუ გვინდა, რომ ხალხი იყოს გარეთ, თუ გვინდა, რომ შეკითხვები არ ისმოდეს, რა და როგორ მოხდება. ოლიგარქია სანამ იქნება, იქნება ასეთი გადაწყვეტილებები. 

[...]

ბიძინას არ აქვს უკან დასახევი გზა, ბიძინა არის უმძიმეს ჩიხში და აწი თუ უფრო მეტად გართულდება მისი მდგომარეობა და საზოგადოებისადმი რეპრესიული დამოკიდებულება, თორემ არ შემსუბუქდება. საშიშია ეს საქართველოსთვის? - ძალიან. ამძიმებს ეს პროტესტის მდგომარეობას? - პირიქით, ამსუბუქებს. იმიტომ, რომ გიჟის მდგომარეობაში, რაც უფრო მეტად შევა ბიძინა ივანიშვილი, მით უფრო დასუსტდება და მეტ შეცდომებს დაუშვებს.

თქვა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ კოალიციის კიდევ ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავებაზე.

კომენტარები