ელექტრომობილები

ჩინურმა BYD-მა პირველად ევროპაში Tesla-ზე მეტი ელექტრომობილი გაყიდა

BYD-ის ელექტრომობილები პარიზში ჩვენებაზე, 21 მაისი, 2025 წ.
Cyril Marcilhacy/Bloomberg

გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, ისტორიაში პირველად ჩინურმა ავტომწარმოებელმა კომპანია BYD-მა ევროპაში ილონ მასკის Tesla-ზე მეტი ელექტრომობილი გაყიდა, რაც ჩინური კომპანიის მხრიდან საზღვარგარეთის ბაზრებზე გაფართოების კუთხით მნიშვნელოვან მიღწევას ასახავს.

კვლევითი ჯგუფის, Jato Dynamics-ის მონაცემების მიხედვით, BYD-მა აპრილის თვეში ევროპაში 7 231 ერთეული სრულად ელექტრონული მანქანა დაარეგისტრირა, ხოლო Tesla-მ - 7 165.

"ეს გადამწყვეტი მომენტია ევროპის საავტომობილო ბაზრისთვის, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ Tesla წლების განმავლობაში ლიდერობდა ევროპულ ელექტრომობილების ბაზარზე, ხოლო BYD-მა ოფიციალურად მხოლოდ 2022-ის ბოლოს დაიწყო ნორვეგიისა და ნიდერლანდების მიღმა ბიზნეს საქმიანობა." - თქვა Jato Dynamics-ის ანალიტიკოსმა, ფელიპე მუნოსმა.

კომენტარები