ელექტრომობილები

პრემიერი: გავზრდით სხვაობას განბაჟების ნაწილში ელექტრო და სხვა ავტომობილებს შორის

მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა მივეცით ელექტრო ტრანსპორტს შიდა წვის ძრავიან ავტომანქანებთან შედარებით, განბაჟება ფაქტობრივად გახლავთ ნულოვანი და ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ კიდევ უფრო გავზრდით სხვაობას განბაჟების ნაწილში ელექტრო ტრანსპორტსა და ტრადიციულ ავტომობილებს შორის. ამასთან ერთად, ჩვენ განვავითარებთ ინფრასტრუქტურას, რომელიც კიდევ უფრო დააჩქარებს და ხელს შეუწყობს იმას, რომ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდეს საქართველოში ელექტრო ავტომობილების შემოყვანით. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ფისკალურ სტიმულს მივცემთ ისეთ სალიზინგო სქემების ამუშავებას საქართველოში, რომლის მიხედვითაც მომხმარებელი შეიძენს ელექტრო ავტომობილს და ფაქტობრივად, იმ ხარჯის ეკონომიით, რასაც ის მიიღებს საწვავიდან დანაზოგი სახსრების მეშვეობით, ხუთ წლიან ვადაში გამოისყიდის ავტომობილს, ფაქტობრივად, დამატებითი ხარჯების გარეშე. ბუნებრივია, ეს ქმნის ძალიან მნიშვნელოვან უპირატესობებს.

საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის თქმით, შემდეგი ათი წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი ავტოპარკის 90% ჩანაცვლდება ელექტრომობილებით. ამის შესახებ პრემიერმა მწვანე პოლიტიკის“ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის პრეზენტაციაზე ისაუბრა. ბახტაძის თქმით, ნაბიჯ-ნაბიჯ გაიზრდება ფასის სხვაობა ელექტრო ტრანსპორტსა დასხვა ავტომობილების განბაჟებას შორის, ასევე განავითარებენ ინფრასტრუქტურას, იმისთვის, რომ მეტი ადამიანი დაინტერესდეს ელექტრომობილების შემოყვანით.

კომენტარები