ელექტრომობილები

რომელი ქვეყნები ლიდერობენ ელექტრომობილებზე მოთხოვნით?

ფოტო: buyacar.co.uk

მსოფლიოში ელექტრომობილებზე მოთხოვნასთან დაკავშირებით Statista-მ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც 2020 წელს გაყიდული ელექტრომობილებისა და დატენვადი ჰიბრიდების რაოდენობებია წარმოდგენილი. 

Statista-ს ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე მეტი ელექტრომობილი ჩინეთში გაიყიდა და ეს მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით 15%-ითაა გაზრდილი. 

საერთო გაყიდვების რაოდენობით, მეორე ადგილს გერმანია იკავებს, სადაც ელექტრომობილებზე მოთხოვნა 2020 წელს 263%-ით გაიზარდა. 

მესამე ადგილს აშშ იკავებს, სადაც 2019 წელთან შედარებით გაყიდვები მხოლოდ 4%-ითაა გაზრდილი. 

2020 წელს საფრანგეთში ელექტრომობილებზე მოთხოვნა 202%-ით გაიზარდა. 

ქვეყნის ავტო ბაზარზე გაყიდული ელექტრომობილების წილით ნორვეგია ლიდერობს, სადაც 105 709 ერთეული ელექტრომობილი და დატენვადი ჰიბრიდი გაიყიდა. 

 

 

ყოველ მილიონ მოსახლეზე ელექტრომობილების რაოდენობით ნორვეგია ლიდერობს, მეორე ადგილს ისევ გერმანია ინარჩუნებს, ხოლო ამ ექვსეულიდან ბოლო ადგილებს აშშ და ჩინეთი ინაწილებენ. 

 

კომენტარები