ელექტრომობილები

ჩინური ტექნოლოგიური კომპანია XIAOMI ელექტრომობილების წარმოებას გეგმავს

უმსხვილესი ჩინური ტექნოლოგიური კომპანია Xiaomi ელექტრომობილების წარმოების დაწყების გეგმავს

გავრცელებული ინფორმაციით, Xiaomi-ის ელექტრომობილები Great Wall Motors-თან თანამშრომლობით შეიქმნება და ბიუჯეტურ ბაზარზე იქნება გათვლილი. 

2020 წელს გლობალურ სმარტფონების მწარმოებლებში Xiaomi-მ რიგით მესამე ადგილი დაიკავა, მას მხოლოდ Apple-ი და Samsung-ი უსწრებენ. 

ტექნოლოგიური გიგანტების მნიშვნელოვანი ნაწილი დაინტერესებულია ელექტრომობილების ბაზრით, მაგალითად: Amazon-ი Rivian-თან თანამშრომლობს,  ჩინური Baidu კომპანია Geely-სთან გეგმავს ელექტრომობილების წარმოებას, ხოლო Apple-ი პოტენციურ პარტნიორ ავტომწარმოებელს ეძებს. 

თანამშრომლობის ზუსტი დეტალები, ჯერჯერობით უცნობია. 
მაღალი ალბათობით, Xiaomi-ის ელექტრომობილები ჩინურ ბაზარზე იქნება გათვლილი.  

კომენტარები