წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. დაცვის მხარე სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა. გარდა ამისა, ჯაფარიძის ადვოკატებმა დღევანდელ სხდომაზე მოსამართლეს თეა წულუკიანის გამოკითხვის შუამდგომლობითაც მიმართეს.
მოსამართლე შვანგირაძემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ასევე არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მის აცილებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება მტკიცებულებების ნაწილს, დაცვის მხარე დღევანდელ სხდომაზე ითხოვდა, რომ საქმეს მტკიცებულებების სახით დართვოდა არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიში არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობაც არ გაიზიარა.
დღევანდელ სხდომაზე მოსამართლეს მიმართა ბადრი ჯაფარიძემაც:
დღეს, 19 მაისს, ასევე გაიმართება კოალიცია ძლიერი საქართველოს კიდევ ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის პროცესიც.
ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" არ მისვლის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო 5 აპრილს შეუფარდეს.
კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის სასამართლომ 2 აპრილს ასევე 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა მამუკა ხაზარაძეს.





