ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

Ben & Jerry's-ის თანადამფუძნებელი სენატში ღაზაში ომის გაპროტესტებისთვის დააკავეს

ცნობილი ნაყინის კომპანიის, Ben & Jerry's-ის თანადამფუძნებელი, ბენ კოენი აშშ-ს სენატში ჯანდაცვის მინისტრის, რობერტ კენედი უმცროსის მოსმენის დროს გამოხატული პროტესტის გამო დააკავეს.

კოენი აშშ-ს მიერ ისრაელის სამხედრო დახმარებას და ღაზაში არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას აპროტესტებდა.

აშშ-ს კაპიტოლიუმის პოლიციის ცნობით, კოენს წვრილმანი დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც აშშ-ში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ხშირად გამოიყენება. მასთან ერთად კიდევ ექვი დემონსტრანტი დააკავეს, რომლებსაც, სავარაუდოდ, უფრო მძიმე ბრალს წაუყენებენ.

პოლიციის სპიკერის თქმით, კოენს ბრალი ედება ხალხმრავლობაში არეულობის გამოწვევაში, ობსტრუქციის მოწყობასა და ხელის შეშლაში.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ კოენს ბორკილები ადევს და ის შენობიდან პოლიციას გაჰყავს.

"კონგრესი კლავს ღარიბ ბავშვებს ღაზაში [ისრაელისთვის] ბომბების შეძენით და ამას აკეთებს აშშ-ში ბავშვების Medicaid-ის პროგრამიდან მოხსნით". - ამბობს კოენი ვიდეოში, როდესაც ეკითხებიან თუ "რატომ აკავებენ".

კომენტარები