უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები

ანკარაში ჩასულმა ზელენსკიმ, რუსეთის დელეგაციას ბუტაფორიული უწოდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) წინაშე სიტყვით გამოსვლამდე, 2024 წლის 7 ივნისი
Julien de Rosa/Pool via AP, File

თურქეთის დედაქალაქში ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავიდა. ანკარის კომენტარში უკრაინის პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა სტამბოლში მყოფ რუსულ დელეგაციაზე.

"ჩვენ ვიწყებთ პრეზიდენტ ერდოღანთან შეხვედრას, რომელსაც თურქეთის სრული, გაფართოებული დელეგაცია დაესწრება. კონტაქტი გვაქვს ამერიკელებთან, ვფიქრობ ისინიც თურქეთში მაღალი წარმომადგენლობით იქნებიან წარმოდგენილნი. შევხედავთ რუსების დონეს, ჯერჯერობით ეს ოფიციალურად უცნობია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რაც ვიცით, ეს ბუტაფორიულ დონეს ჰგავს". – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ანკარაში ზელენსკი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. ამ ეტაპზე უცნობია, დაესწრება, თუ არა უკრაინის პრეზიდენტი სტამბოლში 15 მაისს დაგეგმილ შეხვედრას.

15 მაისს, დღის მეორე ნახევარში, სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები შეხვდებიან. ბოლო მონაცემებით შეხვედრას არ დაესწრება რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.

კომენტარები