მექსიკაში, ვერაკრუზის შტატში, მერობის კანდიდატსა და "მორენას" წევრს, იესენია ლარა გუტიერესს საარჩევნო კამპანიის დროს, პირდაპირ ეთერში ესროლეს და მოკლეს - შემთხვევას ასევე ემსხვერპლა 3 ადამიანი.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა Facebook-ზე გაშვებულ ლაივ ვიდეომ აღბეჭდა, სადაც გუტიერესი კვირა საღამოს ქალაქში გადაადგილდებოდა და მოსახლეობას ხვდებოდა - ვიდეო გუტიერესის ფეისბუქ გვერდზე დღის ბოლომდე იყო ხელმისაწვდომი და მასში გასროლის ხმა ოცჯერ გაისმა.
მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა, ორშაბათს, დილის პრესკონფერენციაზე მომხდარი დაადასტურა და განაცხადა, რომ მკვლელობის მოტივის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ აქვს - მისივე თქმით, მთავრობა ვერაკრუსის შტატის წარმომადგენლებთან კოორდინაციაშია და საჭიროების შემთხვევაში, ფედერალურ მხარდაჭერას სთავაზობს.





