რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

"პუტინის ზავის" მიუხედავად, რუსეთმა სუმის ოლქი დაბომბა, დაიღუპა ერთი ადამიანი

მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმირ პუტინმა 9 მაისთან დაკავშირებით, ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, რუსეთმა უკრაინის რეგიონებზე იერიში მიიტანა.

ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა დონეცკის დაბომბვის შედეგად. 

"8 მაისს, დაახლოებით 3:00 საათზე, სუმის ოლქში მტერმა, წინასწარი მონაცემებით, მართვადი საავიაციო ბომბი ჩამოაგდო. შედეგად, საკუთარ სახლში დაიღუპა 55 წლის ქალი, მისმა 24 წლის შვილი კი დაიჭრა". – წერია სუმის ოლქის პროკურატურაში.

მეორე ბომბი დაახლოებით 3:30 საათზე აფეთქდა. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, დაშავდა 70 წლის ქალი.

გარდა ამისა, 7 მაისს, გვიან საღამოს, რუსეთმა კიდევ ერთი ავიაბომბი დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში ჩამოაგდო, რომელიც მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს დაეცა. არიან დაშავებულები, მაშველები ნანგრევებში ეძებენ ერთ ქალს.

28 აპრილს ვლადიმირ პუტინმა 9 მაისთან დაკავშირებით, 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, რომელიც 8 მაისს 00:00 საათზე დაიწყო და 11 მაისს დასრულდება.

რუსეთმა მსგავსად თქვა, რომ ცეცხლს შეწყვეტდა აღდგომის დღეებში, თუმცა რამდენიმე საათში განაახლა იერიშები უკრაინის ტერიტორიაზე. 

3 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას უარყო პუტინის შეთავაზება  9 მაისს დაგეგმილი პუტინის აღლუმის ფონზე 8-11 მაისს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მას "თეატრალური დადგმა" უწოდა და პუტინს აშშ-ს მიერ შეთავაზებული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა

კომენტარები